„საახალწლოდ შეიძინეთ ყველაფერი ქართული!“ – ფერმერ ქალთა საშობაო ბაზრობა

ფერმერ ქალთა ასოციაცია 24 დეკემბერს საშობაო ბაზრობას მართავს. სად გაიმართება ბაზრობა და რა შეგვიძლია შევიძინოთ, ამის გასარკვევად ასოციაციის ხელმძღვანელს ირინა ფხოველიშვილს დავუკავშირდით.

-ფერმერ ქალთა ასოციაცია 24 დეკემბერს 11 საათიდან გიწვევთ საშობაო ბაზრობაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, ჭანტურიას ქ. N6-ში კაფე კალიფსოს შენობაში.

ბაზრობაზე პირადად ფერმერი ქალებისგან შეიძენთ ტრადიციულ და კრეატიულ ქართულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და საახალწლო აქსესუარებს.

მობრძანდით და საახალწლოდ შეიძინეთ ყველაფერი ქართული!“