ჩვენი მედიაც სწორედ ამ დაფინანსების გამო აწარმოებს საკუთარი ერის განადგურებისაკენ მიმართულ პროპაგანდას

სოსო მანჯავიძე

-რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა-Ежу понятно, ანუ ზღარბსაც ესმისო.
მართლაც ზღარბსაც ესმის, ვინ და რა მიზნით აფინანსებს არასამთავრობოებს,რომლებიც იბრძვიან ნარკოტიკების ლეგალიზაციის, ლგბტ პროპაგანდის, მიწების უცხოელებზე გაყიდვისა და სხვა მავნებლობებისათვის.

ზღარბიც გაიგებს,რომ ჩვენი მედიაც სწორედ ამ დაფინანსების გამო აწარმოებს საკუთარი ერის განადგურებისაკენ მიმართულ პროპაგანდას.

ამ დროს კი,ამ დანაშაულის აღკვეთისკენ მიმართული საკანონმდებლო აქტების მიღების მაგივრად ,საქართველოს პარლამენტი ლომჯარიას ირჩევს სახალხო დამცველად.
თანაც,გულუბრყვილოდ რომ აფახულებენ წამწამებს და ისეთ მიმიკას იწებებენ სახეებზე,თითქოს არ ესმით,ის რაც ესმის ზღარბსაც.

უამრავი ადამიანი კი,ვინც ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნების შიშით საწინაღმდეგო აზრს ვერ ამბობს,გულში და ზურგს უკან ილანძღება,ხოლო პირისპირ შეხვედრისას აქებს ამ დამღუპველი პოლიტიკის გამტარებს.

ზღარბით დავიწყე და მისითვე დავამთავრებ,მას ის მაინც ესმის,რომ მტერს ეკალი უნდა მიუშვიროს და შესაძლო ზიანით დააფრთხოს.

ჩვენ კი,სამწუხაროდ, არ გვესმის ისიც კი,რაც ესმის ზღარბსაც.