შემოსე ხეები, გააზიარე სითბო!

ბელა აბულაძე

გორის ცენტრში, ერისთავის თეატრის წინ, ხეები თბილი ტანსაცმლით შემოსეს. ქურთუკები იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სცივათ.

ტანსაცმელი კიდია სპეციალურად გაბმულ თოკზეც წარწერით: ,,ადამიანებს, რომლებსაც სცივათ“.

მსგავსი აქცია თბილისშიც მიმდინარეობს.

აღნიშნული აქციის სლოგანი არის „სიკეთე გადამდებია“ და ის მიზნად ისახავს იმ ადამიანთა გათბობას, რომელთაც სცივათ და ზამთრის შესაბამისად შემოსვა არ შეუძლიათ.