პარლამენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შესაბამისი თხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიგზავნება. დეპუტატები რიგგარეშე სხდომის დანიშვნას 21 დეკემბრის 12:00 საათიდან ითხოვენ.

სწორედ რიგგარეშე სესიაზე უნდა განიხილოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა.