ელენე ხოშტარიამ პრემიერს აფგან მუხთარლის მოკითხვა გადასცა

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე  “ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ გიორგი კვირიკაშვილს აფგან მუხთარლის მოკითხვა გადასცა და მისივე ჩვენება წაუკითხა, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ გაიტაცეს ის საქართველოდან. უმცირესობის წევრებმა მთავრობის მეთაურს შეკითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟრნალისტის საქმეზე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დაინტერესდა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს აფგან მუხთარლის ჩვენება, როდესდაც ის საუბრობდა, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, მას თვალები აუხვიეს, რანდენიმე მანქანა გამოიცვალა და ა.შ.

პრემიერი-მინისტრის შეფასებით ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.

„ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე საკითხია გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა თუმცა სიმართლე საბოლოო ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ფაქტი არის ძალიან დიდი ჩვარდნა და მე მგონი რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიცის უფროსი იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა ჯერ არაფრით არ არის დადასტურებული თუმცა მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით ქართულმა მხარემ მიმართა აზერბაიჯანის სამართალდამცავებს, რომ გაცვლილი იქნას ინფორმაცია და რა შედეგები დაიდება გამოძიება დაადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს ნუ მიიღებენ მოცემულობად აფგან მუხთარლის განცხადებას სანამ არ დასრულდება გამოძიება.

პრემიერმა დასძინა – ეს მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს მაშინ რეაგირება არ მოხდებოდა საერთოდ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებდა არავინ.