მწერლები ზვიად რატიანის მხარდასაჭერად…

პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. მწერლებმა კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

-„ადამიანი უმოწყალოდ არის ნაცემი. მას მძიმე ფორმის ტვინის შერყევა აქვს და კიდევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის თურმე იგინებოდა. პოლიციის ფუნქცია არ არის იმის გაკონტროლება რა გვაცვია. ჩვენ არ გვყავს ზნეობრივი პოლიცია”.

მწერლები იმ ვიდეომასალის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც, მათი მტკიცებით, ზვიად რატიანის ცემის ფაქტებს ასახავს.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ ვიდეომასალიდან ჩანს, ზვიად რატიანი ნასვამი იყოო.