“ნეტა ვცდებოდე, მაგრამ მგონი ძალიან “მოიღრუბლა ჩვენი ქვეყნის ცაზე…”

 ხანდოს ხეობაში მიმდინარე პროცესებს ზვიად ტომარაძე ეხმიანება და წერს:

-არანაირი სურვილი არა მაქვს არეულობა დაიწყოს, რადგან მიმაჩნია, რომ ამას შესაძლოა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შეეწიროს! მაგრამ თითქოს თვითონ ხელისუფლება აკეთებს ამის პროვოცირებას… კონსტიტუციაში რაც ჩასაწერი იყო (მიწა, ქორწინების დეფინიცია), არ ჩავწერთო და პირიქით რაც არ იყო – უნდა ჩავწეროთო! ხანდოს ხეობაში მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად ელექტროსადენებს ამონტაჟებენ და ამისთვის გუშინ საფლავები გადაუთხრიათ!!! უჩა ნანაუაშვილს პარალმენტმა მხარი დაუჭირა სექსუალური განათლების სკოლაში სწავლებაზე…
ნეტა ვცდებოდე, მაგრამ მგონი ძალიან “მოიღრუბლა ჩვენი ქვეყნის ცაზე”…