თამარობას გილოცავთ! – წმიდა თამარ მეფის ხსენების დღე

14 მაისს, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარისდროინდელი საქართველოსავით ძლიერი ქვეყანა გვქონოდეს.