“თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა”

სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც ამ სტიგმიდან, სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთპიროვნულად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს – სწორი არ არის. უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ სასამართლოს და პროკურატურას უნდა მივცეთ შესაძლებლობა დეტალურად განიხილოს ეს საკითხი.

იმ შემთხვევაში თუ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ფაქტი დადასტურდება, რა თქმა უნდა ამას დეტალურად გამოიძიებს პროკურატურა და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. თუმცა ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების ან თავის დაცვა – მიაყენა თუ არა მან შეურაცხყოფა პოლიციელს” – განაცხადა შს მინისტრმა.