საპილოტე პროგრამა პროფესიულ სწავლებაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.

პილოტირების შედეგად შემუშავდება სისტემური ცვლილებები, რაც შესაძლებლობას მისცემს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

პილოტირების შუალედურ შედეგებს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.

მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება.

დამდეგს გილოცავთ!