“საახალწლო საჩუქარი, ჩემო სამშობლო”-ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია

ნანა ძაგნიძე

მოჭადრაკე

-“საახალწლო საჩუქარი, ჩემო სამშობლო…მსოფლიოს ჩემპიონობა ქალთა შორის ბლიცში!”

საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე გახდა.

ვულოცავთ სპორტსმენს და სრულიად საქართველოს!

აქვე შეგახსენებთ, რომ ძაგნიძემ წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.​