“აიწყვიტეს, გააფუჭეს ყველა პაკეტი! უარესად გააძვირებენ! ბოიკოტი გამოუცხადოთ რამდენიმე თვით?”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ამირან სალუქვაძე

შარშანწინაც ვწერდი.
უარესად გააძვირებენ!
არ გსურთ ბოიკოტი გამოუცხადოთ რამდენიმე თვით?
მაგთი: შევიძინოთ ქართული!
ჰა-ჰა…

ესეც 2 წლის წინანდელი:

https://m.facebook.com/groups/658854067592148?view=permalink&id=835680246576195

მაგთის 25 ლარიანს შემდეგი თვიდან აღარ შევიძენ, სხვა ქსელებიცაა.
სანამ ჭკუას არ ვასწავლით, ასე იქნებიან.
მაგთიმ ხელში ჩაიგდო ინტერნეტი კავკასუსიანად. ეს გაძვირებები მოსალოდნელი იყო.

ძალიან მაინტერესებს რატომ არ დაინტერესდა სახელმწიფი ტენდერებით მაგთი და ჯეოსელი?
ალბათ ერთი მიზეზია: კომერციულად აღარ აწყობთ, რადგან თავს გავიდნენ.

ვისაც გახსოვთ შარშან ორჯერ დავწერე მაგთიმ და ჯეოსელმა აიშვეს-მეთქი.

მგონი 2013-ში პარლამენტის ინიცირებით მარეგულირებელმა კომისიამ გარკვეული ზომები მიიღო და ფასები საგრძნობლად დაწიეს.

ბოლო ერთი წელია აიწყვიტეს, გააფუჭეს ყველა პაკეტი. ფაქტიურად მაგთის და ჯეოსელის პაკეტები ერთნაირი გახდა.

2015 წლის ტენდერი მოიგო მაგთიმ. მეც, სანამ ვმსახურობდი, მათი მომსახურებით ვსარგებლობდი. საანგარიშო წლის განმავლობაში ცალმხრუვად შეცვალეს პირობები. ადრე ოჯახის ნომრები შეუზღუდავი. იყო, შეამცირეს რაოდენობა, პლიუს შეცვალეს ამ ნომრების სატარიფო გეგმები, რის შემდეგაც მათ აღებას აზრი აღარ ჰქონდა.

როგორც სჩანს, მაგთის და ჯეოსელს ურჩევნია დანარჩენ მოსახლეობას საცალო მომსახურებით ტყავი გააძროს, ვიდრე საბითუმო ანუ კორპორაციული მომსახურება გასწიონ.

დარჩა ერთი კომპანია, ბილაინი.

ვინც ბილაინი შემოიყვანა ქვეყანაში, ძალიან ნუ იხმაურებთ.

რა თქმა უნდა ტენდერის შედეგები მიუღებელია.