მეუფე იაკობი ოპოზიციაზე: ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?

ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან. ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

„კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე ჩამოვყალიბდებით – დღეს არსებული მეორე ძალა, ოპოზიცია აღარ იქნება. საქართველოს უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ. ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არაა. რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ბავშვებს, უფროსებსაც თვალები დაეთხარათ და არცერთ პოლიტიკოსს არაფერი მოსვლია. ყველას პასუხისმგებლობაა. „ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.