მოიწვიეთ ღვთისმშობელი და მართალი იოსები სიმბოლურად საკუთარ სახლში

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს.

მათივე განცხადებით, მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.