ალილო ხვალ 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება

ალილო ხვალ 14:00 საათზე, ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობასთან.

მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან და მსვლელობას ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დაასრულებენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

ალილოს 41:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ალილოს მსვლელობას შეუერთდება და მონაწილეებს საშობაო ნობათს გადასცემს.

14:00 ალილოს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ალილოს სადღესასწაულო მსვლელობას შუერთდებიან