ფილმ შერეკილების ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

გარდაიცვალა მსახიობი აბრეკ ფხალაძე.

მსახიობს შექმნილი აქვს არაერთი როლი როგორც სცენაზე, ასევე კინოში, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მაინც ნოშრევან კუჭუხიძეა, ფილმიდან “შერეკილები”. საავადმყოფოს უფროსი, ექიმი, რომელიც ციხიდან გაქცეულ “შერეკილებს” თავისი მეთოდით მკურნალობს. მაყურებელს არ ავიწყდება მისი ცნობილი ფრაზა – “აბი გუკოზა” და მკურნალობის მეთოდი “ბროწეულის ოყნებით”…

მსახიობი გადაღებულია შემდეგ ფილმებში:
მეტიჩარა, დამშვიდობება, საფეხური, წერილი ნაძვებს, ადამიანთა სევდა, ცხელი ზაფხულის სამი დღე, ძნელი დასაწყისი, გზა შინისკენ, თერმომეტრი, შერეკილები, მშვენიერი კოსტუმი, გამსვლელი პაიკი.
მსახიობი 1920 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა.