ქარი შესუსტდება და დღის ბოლოს ჩადგება

ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო ორი რეისი არ შესრულდა, თბილისში არ მუშაობს საბაგირო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდის გაუმჯობესება დღის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში ქარი შესუსტდება და დღის ბოლოს ჩადგება.

გასულ ღამეს თბილისში მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი დაფიქსირდა.