ჩხვირკია და ღოღობერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მათ 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.