ქართველი ვეტერანების გამარჯვება და კახი კალაძის ბენეფისი

2018 წლის “ზამთრის თასის გათამაშების” მთავარი ტურნირი საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალში ესპანეთი 6:3 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას გუნდის წევრი, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი კი კახა კალაძე გახდა.