NASA-ს ახალი დაკვირვება და შემაშფოთებელი ვარაუდი

ახალი საგანგაშო დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერება, რომელაც უკვე მსოფლიოს სამეცნიერო წრეები მოიარა და საკმაო შეშფოთებაც გამოიწვია.

ამერიკის ეროვნული აეროკოსმიური სააგენტოს განცხადება, რომელიც ამერიკულ ჟურნალში Nature გამოქვეყნდა, მოწმობს იმას, რომ უკვე უახლოეს წლებში დედამიწა შედის კოკისპირული წვიმების პერიოდში, მეტიც, არის რისკი, რომ ეს პერიოდი გაგრძელდეს სამუდამოდ. თუ ისინი მართლები აღმოჩნდებიან, ჩვენს პლანეტას გლობალური კლიმატური კატასტროფა ელოდება.

ნასას თქმით, ტროპიკული წვიმების სხვა ტერიტორიებზე გავლენა გამოწვეულია გლობალური დათბობით, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს მთელს დედამიწაზე ნალექის გაჩენას.

ნასა ვარაუდობს, რომ კაცობრიობა დადგება „გლობალური დატბორვის“ წინაშე, მართალია მთელი დედამიწა არ დაიტბორება, მაგრამ გადაუღებელი ტროპიკული წვიმების შედეგები აიძულებს ადამიანებს შეცვალონ მათი ყოფა და მიწათმოქმედების სისტემა.

რას გამოიიწვევს ყველაფერი ეს? როგორც მეცნიერები ამბობენ, საბოლოოდ, მაგალითად შუა ზოლის მოსახლეობა იძულებული გახდება უარი თქვას ზოგიერთ ხილზე და ბოსტნეულზე და გადავიდეს ბრინჯის მოყვანაზე.