“მივეჩვიეთ იმას, რომ პოლიტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობა იმუნიტეტია…”

პრეზიდენტის მორიგ შეწყალებას არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ეხმიანება:

-“საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ამ გამოძიებითვის პროკურატურას და ხელისუფლებას აკრიტიკებდა ყველა, პოლიტიკური ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ პოლიტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობა იმუნიტეტია. დანაშაული ხდება ყველგან, საქართველოშიც და იმ დასავლეთის ქვენებშიც საითაც ასე მივილტვით, დანაშაულს იქაც ასევე ჩადია მაღალი თანაბდებობის პირები, მაგრამ განსხვავება ისაა აფარებს მას ხელისუფლება, ცდილობს საქმის მიჩქმალვას თუ სჯის კანონის შესაბამისად. თუ პრეზიდენტის ქმედებაში იკვეთება ანგარება, პირადი ინტერესი და უფლებამოსილების გადამეტება ბუნებრივია მასზეც გავრცელდება საქართველოს კანონი, ესაა სამართლებრივი სახელმწიფო. მე არ ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ რადგან სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ვთვლი რომ ალბათ დასაბუთებული იყო პროკურატურის პოზიცია.

რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ეს საქმე პრეცენდენტი და დაისჯება თუ არა სხვა მომდევნო პრეზიდენტები, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა ყაჩაღობაში და მკვლელობაში ბრალდებული, აპრიორი დანაშაული არაა. შეწყალება, როგორც ასეთი იმიტომ არსებობს, რომ მსჯავრდებული უნდა შეიწყალოს და შეიწყალოს არა თავისი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, არამედ იმ ქცევის მიხედვით, რითაც ის ხასიათდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორ ახასიათებს მას სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია, აგდას თუ არა გამოსწორების გზას, მოხდა თუ არა მისი რესოციალიზაცია. ესაა ის კრიტერიუმები რითაც უნდა იხელმძღვანელოს პრეზიდენტმა.

სხვა თემაა ის გამართლებულია თუ არა ამ ფორმით  შეწყალების კომისიის არსებობა. ჩვენ ფაქტიურად გვაქვს ორი კომისია ერთი და იგივე ფუნქციით, ერთი შეწყალების კომისია, რომელიც არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და მეორე პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების ე.წ. ,,უდო”-ს კომისია, რომელიც არის სასჯელაღსრულების სამინისტროს დქვემდებარებაში. მათ ორივეს თითქმის ერთი და იგივე ფუნქცია აქვს და მათი დებულებებიც თითქმის იდენტურია. ვთვლი რომ პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიამ უნდა გააგრძელოს ასე ფუნქციონირება და პრეზიდენტმა შეწყალება უნდა გამოიყენოს განსაკუთრებულ შემთხვევებში.