საქართველოში კორონავირუსი კიდევ 388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აქართველოში კორონავირუსი კიდევ 388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 267701 შემთხვევაა დადასტურებული, 260597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3406 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.