ანონსი – 15 იანვარი

15 იანვარი

13:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს დაესწრებიან, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის დაფუძნებას, გარემონტებას და აღჭურვას უახლესი ტექნიკით. ფოლკლორის დარბაზის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიოისტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება.

 თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა №7

 16:00ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „21-საუკუნის“ მიერ მომზადებული წიგნის – „სიძულვილის ენა“ პრეზენტაცია.

თბილისი. რუსთაველის სახელობის დარბაზი ( ბ კორპუსი, 0 სართული)