ინდოეთში პატიმრები ძროხებით თერაპიას გაივლიან

ინდოეთში პატიმრებს ძროხების “მაგიური ძალების” დახმარებით თერაპიას ჩაუტარებენ. ამ მიზნით ციხეების ტერიტორიაზე ცხოველებს შეიყვანენ. ამის შესახებ ინდოეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით   Straits Times-ი წერს.

ჰარიანას შტატში წმინდა ცხოველის დაცვის სახელმწიფო კომისიამ 600 ძროხის შესაძენად და მათთვის ბოსლების ასაშენებლად ნახევარი მილიონი დოლარი გამოყო.

თავდაპირველად ძროხებს 6 ციხეში შეიყვანენ. კომისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ძროხები, რომლებიც ინდუიზმის ნაწილია, პატიმრებზე მაგიურ ზემოქმედებას მოახდენენ. მისივე თქმით, ძროხის რძე მსჯავრდებულებს “განწმენდს”.