ევროკავშირი რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გამოიწვიონ ელჩი მარკუს ედერერი რუსეთიდან, რათა გაიარონ კონსულტაციები სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ლიდერების შეხვედრისას ბრიუსელში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ელჩი სამუდამოდ არ დატოვებს რუსეთს და შემდგომი ნაბიჯები კონსულტაციის დასრულებისას გახდება ცნობილი.