“ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი დედაეკლესია”

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა:

-დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი დედაეკლესია. საუკუნეების განმავლობაში სწორედ მის წიაღში ინახავდნენ სარწმუნოებას ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ქვეყანა.
ავტოკეფალიის აღდგენამ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩვენი ერის ცხოვრებაში, რასაც სულ მალე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა… 2018 წელი საიუბილეოა – საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელს ზეიმობს.