უფლებადამცველის პროტესტი! – გიორგი თევზაძე საჯარო მიმართვას ავრცელებს

-“ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა აღკვეთოს ნებისმიერი გამომწვევი ქმედება რომელიც საზოგადოებაში ტოვებს რელიგიური, ეროვნული და პირადი გრძნობების შეურაცყოფის განცდას…”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოთქვამს პროტესტს და მიმართავს ხელისუფლებას დაუყონებლივ შეუჩეროს სახელმწიფოს მიერ წახალისებული „სტარტაპის“ პროგრამით დაფინანსება შ.პ.ს. „აიისა“-ს ქართული პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანიას, რომლის დაფინანსების ხელშეწყობით კომპანიის მიერ წარმოებული იქნა პრეზერვატივების „ბრენდირება“ იმ სახით, რომლითაც შელახა ქართველი ერის პირადი, რელიგიური და ეროვნული გრძნობები.

-“როგორც საზოგადოებისათვის სოციალური ქსელით ცნობილი გახდა მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე გამოსახულია წმინდანები, დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები, ციტირებულია და გამოსახულია ეროვნული საგანძურის — „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართველი ქალის, დედის სიმბოლო — „ქართლის დედა“ და ასე შემდეგ… რაც ეროვნული ღირებულების და მორწმუნე ქართველებისათვის სენსიტიურ თემებს წარმოადგენს.

ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა აღკვეთოს ნებისმიერი გამომწვევი ქმედება რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში რელიგიური და ეროვნული, და პირადი გრძნობები შეურაცყოფის განცდას ტოვებდეს… ვინაიდან შ.პ.ს. „აიისა“-ს, ფინანსდება განხორციელდა სახელმწიფოს მიერ წახალისებული „სტარტაპის“ პროგრამით, მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და შეუწყვიტოს აღნიშნული კომპანიას მსგავსი გამოსახულების პრეზევატივების დაფინანსება და წარმოებული პროდუქცია ამოღებული იქნეს გასაღების ქსელიდან,ამასთანავე საინტერესოა რატომ დუმს ამ სამარცხვინო და ქართველი ერისათვის შერაცყოფის ფაქტზე ზოგიერთი ენჯეო და მედია საშვალებები რომლებიც საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური წარმომადგენლების რელიგიური თუ ეროვნულ გრძობების თემების გამუდმებულ აპელირებით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას” –  აღნიშნულია უფლებადამცველის განცხადებაში.