რჩევა: როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში

იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ მეთოდს.

1. აიღეთ 500 გრამი ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.

2. დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში
და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.

3. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გაანაწილეთ ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე. ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.