“ან კომისიას არ ვენდობით, ან ეს ყველაფერი სრული ფორმალობაა და ამას შეგნებულად ვეგუებით?”

ზვიად კვაჭანტირაძე

დეპუტატი

-რა აზრი აქვს საერთოდ პარლამენტის მიერ დანიშნული საზმაუს ბორდის შესარჩევი კომისიის არსებობას, თუ მათ შეფასებებს არ ვიღებთ მხედველობაში? როგორ შეიძლება ბორდის წევრად არ წარვადგინოთ კანდიდატი, რომელიც ჩვენ მიერვე დანიშნული ამ სპეციალური კომისიის უმაღლეს, 9 ქულას მიიღებს. კი ბატონო, ორივე 9 ქულიანი კანდიდატი მყავს მხედველობაში, ია მამალაძეც და ნინია კაკაბაძეც. მაშინ რა გამოდის, ან კომისიას არ ვენდობით, რომელიც ჩვენ თავად დავაკომპლექტეთ, ან ეს ყველაფერი სრული ფორმალობაა და ამას შეგნებულად ვეგუებით?

მეორეც:

მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა დღეს შეცდომა დაუშვა, რასაც შეიძლება არასასურველი განვითარება მოყვეს. მას უნდა დაესახელებინა არა ერთი, არამედ ორი კანდიდატურა მაინც საზმაუს ბორდის წევრად საკუთარი კვოტით ასარჩევად და პარლამენტისთვის უნდა მიეცა საშუალება ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანი თავად გაეკეთებინა, მითუმეტეს, რომ სხვადასხვა კანდიდატებს სხვადასხვა ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები უწევდნენ რეკომენდაციას. სახალხო დამცველმა მხოლოდ თავისი თანამშრომელი წარმოადგინა ასარჩევად და დემონსტრაციულად, მხოლოდ კანდიდატების მხარდამჭერთა ერთი ნაწილის მხარე დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაქვს წამოყენებული კანდიდატურის საწინააღგმდეგო, ასეთ “არჩევნებში” მე მას მხარს ვერ დავუჭერ და ზუსტად ვიცი, ბევრ ჩემს კოლეგას იგივე პოზიცია აქვს დღეისათვის.