„გევალებათ აფხაზეთში მებრძოლის, 10 შვილის მამის სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა“

10 შვილის მამა – „ქართველი ხომ ხარ და საქართველოში დაიბადე, თურმე დანაშაული ყოფილა“

ამ დილით სააგენტოს ერეკლე მეორეს საზოგადოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე დაუკავშირდა და ვიდეო მასალა მიაწოდა.

როგორც ჭყოიძემ გვითხრა, ის ბოლნისში, აფხაზეთში მებრძოლ, 10 შვილის მამასთან, ვეფხია ღვალაძესთან იმყოფებოდა და ოჯახის მდგომარეობას გაეცნო.

-მედიას გევალებათ ფართო საზოგადოებას გააცნოთ ასეთი მებრძოოლების გაჭირვება, გევალებათ ყურადღება მიაქციოთ. თქვენ გაქვთ რუბრიკა-თქვენი სათქმელი – და აი, ეს არის 10 შვილის მამის, აფხაზეთის ომის ვეტერანის სათქმელი. იმედია უკან არ დაიხავთ და ხალხამდე მიიტანთ ამ კაცის სათქმელს“-გვითხრა ჭყოიძემ.

სანამ ვიდეოს შემოგთავაზებთ, აქვე დავსძენს – როცა ბატონი ვეფხია ოჯახთან ერთად კანცელარიასთან შიმშილობდა, სააგენტოს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია და არაერთი მასალაც გაგვიშუქებია. გავაშუქეთ მისი მოთხოვნა პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნისაც.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95/

ასევე იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%a2%e1%83%a7/

თუმცა შემდეგ ღვალაძემ შიმშილობა შეწყვიტა და მას შემდეგ აღარ დაგვკავშირებია.

იხ:

https://www.gmtv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/