“ადგილობრივების ჯანმრთელობა “არემჯი გოლდის” მეპატრონეებისა და ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას ეწირება!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

ადგილობრივ მოსახლეობას უჩნდება სამართლიანი კითხვა, რა დააშავეს ისეთი, რომ ეწირება მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შპს “არემჯი გოლდის”  მეპატრონეებისა და ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას?!.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მივმართავ ხელისუფლებას!

თუ საქართველოს ხელისუფლება შპს-“არემჯი გოლდის “მიმართ არ შეცვლის ლოიალურ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოების ნაწილში შესაბამის კითხვებსა და სამართლიან პროტესტს იწვევს ?.. და ხელისუფლების შესაბამისი უწყება კონტროლს არ გაუწევს „ არემჯი გოლდის“ საქმიანობას, ან არ შეჩერებს მის საქმიანობას არსებული ფაქტობრივი გარემოებების დარეგულირებამდე, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს კაზრეთისა და მთლიანად ბოლნისის მოსახლეობას, რის შედეგადაც დაბინძურდა წყლები, ჰაერი და რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მძიმე შედეგებით აისახა, იმატა სიკვდილიანობის რიცხვმა, იკლო შობადობამ და ა.შ.

თუ ხელისუფლებას არ სჯერა, რომ შპს-“არემჯი გოლდის“ საქმიანობამ ასეთი სავალალო ფაქტობრივი შედეგები გამოიწვია და ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების წაყრუებას ,ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას თავადაც სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებები გადაიტანონ კაზრეთში, ან ბოლნისის ტერიტორიაზე, რომ მოსახლეობასთან ერთად თვითონაც დარწმუნდნენ შპს „ არემდი გოლდის“ საქმიანობის შედეგების ხვედრით.

ადგილობრივ მოსახლეობას უჩნდება სამართლიანი კითხვა, ნუთუ რა დააშავეს ისეთი, რომ ეწირება მათი ჯამრთელობა და სიცოცხლე “არემჯი გოლდის” მეპატრონეებისა და ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას აღნიშნული ფაქტების მიმართ!