გორის მერის მოადგილის სახლი გაქურდეს

გორის მერის მოადგილის ოჯახი გაქურდეს. გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს.შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.

საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.