მამაკაცი დედის ცხედარს 3 წელი მაცივარში მალავდა

ინდოეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც 2015 წელს გარდაცვლილი დედის ცხედარს ნაყინის მაცივარში ინახავდა. ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სახლი მას შემდეგ დაათვალიერეს, რაც მათ მომხდარზე ანონიმური ზარით აცნობეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვალების ამბავი კაცმა სხვებს არ გააგებინა, კრემაციის ნაცვლად, სხეულს მუმიფიცირება ჩაუტარა და გარდაცვალების ამბავს მხოლოდ იმის გამო მალავდა, რომ მშობლის კუთვნილი პენსია აეღო.

სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი ქალის ანგარიშიდან ამ ხნის განმავლობაში თანხას ყოველთვიურად იღებდნენ.