ზიმბაბვეში ნასვამი კაცი ნიანგებით სავსე აუზში ჩავარდა

ზიმბაბვეს ქალაქ ვიქტორია-ფოლსში 21 წლის ბიჭი მეგობრის ქორწილში სტუმრად იყო ჩასული, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში ფანჯრიდან აუზიში გადავარდა. აუზში კი სამი ცალი ორმეტრიანი ნიანგი ცურავდა. როგორც გამოცემა The Chronicle-ი წერს, კაცი ფანჯრიდან გადავარდა.

ნიანგები ტურისტების “მოსაზიდად” ყავდა შენობის ადმინისტრაციას. როგორც გამოცემა წერს, ერთმა ნიანგმა ბიჭს ხელზე უკბინა, რის გამოც მას კიდური მოაჭრეს. მეორე ნიანგმა კი თავისკენ წაიწია. ბიჭი მძიმედ დაშავდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხედა.