ქანთარია: ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ანგელოზები ვართ ან რომელიმე ჩვენგანს ფრთები ამოუვა…მაგრამ…

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ალტერანატივა“. მისი განცხადებით, ხალხის ბევრი ოცნება ახდა და კიდევ ბევრი ახდება მომავალში.

„ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის იმ ოცნებების ასრულება, რაც მართლაც ოცნება იყო მათთვის. ნამდვილად იყო ოცნება C ჰეპატიტით დაავალდებულთათვის მკურნალობა. ეს ოცნება ახდა, ახდა კიდევ სხვა ოცნებები, მათ შორის ის, რომ საავადმყოფოს კარები გაიღო, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თავისუფლების მიმართულებით.

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ იდეალურები და ანგელოზები ვართ, არც იმას ვპირდებით, რომ რომელიმე ჩვენგანს ფრთები ამოუვა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ უმრავლესობით და ავასრულებთ ყველა დაპირებას“ – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარის დატოვება