27 აპრილს ქუთაისურად მოვეფეროთ 75 წლის რომან რურუას-ჭიდაობის მოცარტს

27 აპრილს, ქუთაისის ოპერის თეატრში 16 საათზე რომან რურუასთან შეხვედრა გაიმართება.

მადლიერების საღამო ლეგენდარული სპორტსმენის, რომან რურუას პატივსაცემად გაიმართება, მან ხომ სპორტული კარიერა სწორედ ქუთაისში დაიწყო.

-„ბედნიერებით სავსე სამშობლო მადლიერებაზე შენდება…ქუთაისში მადლობას ვეტყვით კაცს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო სპორტშიც, ბიზნესშიც, რაც მტავარია ცხოვრებაშიც…

ვიყოთ ერთად და ქუთაისურად მოვეფეროთ 75 წლის რომან რურუას-ჭიდაობის მოცარტს, როგორც ის აღიარებულია სპორტულ სამყაროში” – აცხადებენ საღამოს ორგანიზატორები.