“მე შევცდი” – სარგსიანი გადადგა

საგენტო “რია” -ს ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

“ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი”, – ამის შესახებ ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მისი გადადგომას ეხება.

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არცერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინაამდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას”, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებდნენ.