“წითელი ვის აენთება,ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს,თუ იგივე სისტემა გაგრძელდა”

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან 2013 წლის 20 ნოემბერს გადადგაა. მას მერე პოსტიდან და პარტიიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან რამდენჯერმე განაცხადა.

-„თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”

რატომ დაბრუნა, რა თამაშს თამაშობს, ვის აენთება წითელი , რას შეცვლის მისი დაბრუნება?

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემაზე სასაუბროდ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-გახსოვთ ალბათ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა-„მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის“ – ე.ი იმაზე მეტად სერიოზულად იყო საქმე, ვიდრე გარედან ჩანდა, უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ ივანიშვილის დაბრუნება “კიდევ უფრო მეტად წარმატებულს”გახდის ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას. თქვენ რას ხედავთ?

-ცხადია,რომ ივანიშვილი ბრუნდება ნდობის უმძიმესი კრიზისის გამო, რომელიც გაჩნდა არაკომპეტენტურობის,ინერტულობის,საკადრო არეულობისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. როგორც ჩანს მისი ხედვით მდგომარეობა დღეს ისეთია, რომლის დადგომის შემთხვევაშიც აპირებდა ის პოლიტიკაში დაბრუნებას-ანუ მეორედ მოსვლის მსგავსი.

ამ ფონზე ძალიან სასაცილოა ოცნების ზოგიერთი ლიდერის საუბარი იმის შესახებ,რომ ბიძინა ივანიშვილი მოსვლა “კიდევ უფრო მეტად წარმატებულს”გახდის ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას.

ის რომ მდგომარეობა მძიმეა და ქვეყნის მოსახლეობა არის უიმედო მდგომარეობაში და ვერ ხედავს გამოსავალს,ნამდვილად არის სისტემური კრიზისის შედეგი და არა რაღაც იზოლირებული საკადრო თუ სიტუაციური პრობლემა.

სისტემურ კრიზისს,სისტემური მიდგომები სჭირდება ყველა მიმართულებით.

უახლოესი მომავალი გვაჩვენებს იქნება თუ არა მიდგომები შეცვლილი ფუნდამენტალურად.

დროებითი ზომები და არსებული ტრენდის ფარგლებში კოსმეტიკური ცვლილებები მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და მისი შედეგები უფრო მძიმე იქნება.

წითელი ან ყვითელი ვის აენთება,ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს,თუ გაგრძელდა იგივე საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ეს სისტემა,რომელიც ჩიხურია და მუდმივად ქმნის კრიზისს,უნდა შეიცვალოს,თუ როგორ,ეგ უკვე სხვა საკითხია.