ვისი ნებართვით სარგებლობენ? ვინ დგას მათ უკან? პასუხი! პასუხს ველით! (ვიდეო)

მსახიობი ნანა ხურითი თეა სუბელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება და შესაბამისი სტრუქტურებიდან სასწრაფო რეაგირებას და პასუხს ელის.

ნანა ხურითი:

-“ვისი ნებართვით სარგებლობენ? ვინ დგას მათ უკან?პასუხი! პასუხს ველით!”-

თეა სუბელიანი წყნეთში ხეების განზრახ დაზიანების ფაქტზე ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას და ადგილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

-„ეს ვიდეო  გადავიღე წყნეთში, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 -3 ჰექტარზე არის ეს სიტუაცია, ხეები დანიშნულია ლურჯი საღებავით , გვერდზე არის არმატურა და ფესვებში ღრმად ჩასხმულია ბეტონი….რისთვის თქვენც მიხვდებით….იყო პერიოდი, კომუნისტების დროს, როდესაც წყნეთს ქონდა მინიჭებული ლანდშაფტის წოდება, რაც ნიშნავდა იმას რომ იქ ვერავინ ვერ ჩადგამდა შენობას ტყის გაჩეხვის ხარჯზე, რადგან ეს ტერიტორია ითვლებოდა ქალაქის ფილტვებად!!! ეხლა რაც ხდება იქ ყველამ იცით…“-წერს სუბელიანი.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება