“პოლიტიკური ვაჭრობა არ იქნება, რევოლუცია კი გრძელდება“

„ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა მხარდამჭერებთან. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი რეალური ცვლილებებით დასრულდეს“, – აცხადებს ფაშინიანი.

ყველა გადაწყვეტილებას ფაშინიანი დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე გააჟღერებს. პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “პოლიტიკური ვაჭრობა არ იქნება, რევოლუცია კი გრძელდება“.