„თუ ივანიშვილმა მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე და მსგავსნი არ მოიშორა, თუ ეს „მეორედ მოსვლა“ ფასადურია…“

ქეთი მიქაძე

სტატუსის გამო „ჯიპადან“ გათავისუფლებული ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

-„ძალიან ბევრი რამის გამო მიხარია! ძალიან ბევრს შეუწუხდება გული, ძალიან ბევრს მოუწევს რაღაცეების გადახედვა!“

ჩვენ ზაზა სიამაშვილს რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით.

-ბატონო ზაზა, რა გიხარიათ?

-მიხარია, რომ იმედი ჩნდება, უფრო ზუსტად მინდა მქონდეს იმედი – ახლა მთელი საქართველო წყალწაღებულია და ამიტომ გვგონია, რომ ვინძლო რამე მოხდეს….. მაგრამ მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეროვნულ ფასეულობებს მიექცევა ყურადღება!

-იქნებ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაბრუნდა, რომ ოცნების კანდიდატი გაიყვანოს ან საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს საზოგადოებას?

-როგორი პრეზიდენტიც არ უნდა დააყენოს ბატონმა ბიძინამ, სანამ არ მოიშორებენ მდინარაძეს, თალაკვაძეს, კობახიძეს და მსგავს ნეოკპმკავდირლებს,  დავით აღმაშენებელიც რომ წამოაყენონ, ისიც ვერ გაიმარჯვებს ამათი ფონით.

-ივანიშვილი რომ პარტიაში ბრუნდებოდა, ამას უკვე კვირაზე მეტია ხალხი ლაპარაკობს და თქვენც იცოდით, ე.ი. ჭორის დონეზე მოსიარულე ინფორმაცია გამართლდა, ახლა კულუარებში იმასაც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ორივე ჯგუფს დაჰპირდა მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებზე, თავად კი სულ ახალ ჯგუფს ქმნის, სადაც ევროპული საქართველოც მოიაზრებაო…

-ღმერთმა დენდროლოგიაში მოახმაროს!

-სტატუსში წერთ – „ბევრს შეუწუხდება გული და მოუწევს რაღაცეების გადახედვა“, შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ? ფიქრობთ რომ „ახალ ოცნებას“ თითს დაუქნევს? თუ ძველებსაც ემუქრებათ საყვედურები?

-კონკრეტულად ამჟამინდელ პრემიერს ვგულისხმობ და მის გარშემო მოკალათებულ წრეს, მინუს მამუკა ბახტაძე, კახა კახიშვოლი და სერგეენკო! პარლამენტში კი, თქვენც იცით, მეც ვიცი და ხალხმაც იცის და გითხარით კიდევ! თუ უახლოეს დღეებში არ შეიცვალა არსებითად რაღაც და თუ ეს „მეორედ მოსვლა“ ფასადურია, მაშინ ის უარყოფითი მუხტი უკვე წალეკავს მთელს ქვეყანას!

-მადლობა და იმედია ამ საუბრის შემდეგ  საქართველოს მოქალაქეობიდანაც არ გაგათავისუფლებენ.