“ადამიანებიც ჩირად აღარ უღირთ, ისე როგორც ქართული მიწა-წყალი…”

 

14732229_1189300857806131_3575075038502842014_n

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე ქართველი სცემეს და ჭრილობები მიაყენეს. ამ ფაქტით საზოგადოება აღშფოთდა. ლიტერატურული თეატრის დირექტორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე ზვარეში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

-“რას ნიშნავს ეს, ისედაც მიგრაციულ-მწირშემოსავლიან ზონაში, სადაც ძლივს რამდენიმე ახალგაზრდა ამაგრებს სოფლის ღირსებას, გადამთიელებმა უნდა აყარონ და შეაძულონ თავიანთი სოფელი?! აქ არაფერ შუაშია ეროვნება და რწმენა, მაგრამ დანაშაული არ უნდა ეპატიოს არც უცხოელს და არც არავის , არავის არ უნდა წავაბილწინოთ ჩვენი სამშობლო და საქართველოს უწმინდესი კუთხეები, ვინც სამოყვროდ და ამ ქვეყნის საშენებლად მოდის ღმერთმა მშვიდობა მისცეს ყველა უცხოელს, მაგრამ ვინც საქართველოში ქართველს სცემს და დანით ჭრის იმის გამო რომ ეს ადგილ-მამულები თავის ჰგონია , პასუხი უნდა მოეთხოვოს.

სახალხო დამცველი სად არის, ამდენი ხანია ეს პროცესები ვითარდება ზვარეში, ნუთუ დაჭრა-მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ მოიხედოს…ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას ზვარე, ამას ისიც დაემატა, რომ ადამიანებიც ჩირად აღარ უღირთ, ისე როგორც ქართული მიწა-წყალი…”

 

კომენტარის დატოვება