არ დაგავიწყდეთ! 20 ნოემბერი. 14:00 საათი – “რუსთაველიდან რუსთაველით თავისუფლებამდე”

2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. შოთა რუსთაველის 850 -ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, 20 ნოემბერს, 14.00 საათზე, რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიწყება სახალხო, საზეიმო მსვლელობა “რუსთაველიდან რუსთაველით თავისუფლებამდე”. მსვლელობის ორგანიზატორია  კოალიცია “ერთსულოვნების” თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე და შავგულიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)

-„რუსთაველის სიტყვა მსოფლიოსგან მსოფლიო საგანძურად არის აღიარებული და მით უმეტეს , ჩვენ, ქართველებს, უბრალო ხალხს, რომლის საკუთრებაცაა “ვეფხისტყაოსანი” უნდა შეგვეძლოს ამის დანახვა და სათანადოთ დაფასება ყოველგვარი ზემოდან წამოსული მითითებების გარეშე. ჩვენ უნდა დავანახოთ  ერთმანეთს, რომ შეგვიძლია წინაპროს დაფასება.

არაა აუცილებელი თბილისში ყოფნა იმისთვის , რომ ეს გზა , რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნამდე გაიარო. ყველა ქალაქში შეიძლება ამ გზის გავლა. საქართველოს ყველა ქალაქში და საზღვარგარეთაც. ამისთვის კი ყველგან, ზუსტად 20 ნოემბერს, ზუსტად 14:00 საათზე  ვნახოთ თანამოაზრეები და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, აღვნიშნოთ საზეიმო მსვლელობით რუსთაველის საიუბილეო წელი.
ერთად გავიხსენოთ რუსთაველი.

გავიხსენოთ , რომ რუსთაველის მემკვიდრეები ვართ.
ვიყოთ ჩვენც ღირსნი რუსთაველის!“-აცხადებს მსვლელობის ორგანიზატორი გუჯა შვანგირაძე.

14963355_1187445831332156_8387921531135749716_n

კომენტარის დატოვება