“თუ ივანიშვილის დაბრუნებამ არაფერი შეცვალა, მაშინ პროტესტის საჯაროდ გამოხატა იქნება სამართლიანი”

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ შეაფასებდით პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას და შეცვლის თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება რამეს? – უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ განაცხადა:

-დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად რაღაც შეიცვლება უკეთესობისაკენ, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლამ არაფერი შეცვალა ქართულ “ოცნებაში”,კერძოდ უკეთესად არ აისახა საქართველოს ეკონომიურ და სოციალურ მდგომარეობაზე, თუ ქვეყანაში არ გატარდა ნამდვილი ეროვნული პოლიტიკა, თუ შპს “არენჯი გოლდი” ისევე გააგრძელებს ფარფაშს და ისევ მისთვის მთავარი იქნება მხოლოდ ბიზნესი და არა მოსახლეობის ჯამრთელობა …თუ არ გადაიხედა საკადრო პოლიტიკა და წერტილი არ დაუსვა გაუთავებელ ნეპოტიზმს, თუ რეალურად არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი 1992 წლიდან, სამართლიანი მართლსაჯულებას არ შეეწყო ხელი რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენს, თუ ქალაქებსა და რეგიონებში სახელმწიფოს მხრიდან ( და არა უცხოელი ინვესტორებისაგან ) არ ჩაიდო ინვესტიციები და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, თუ არ დარეგულირდა საბანკო საკრედიტო პოლიტიკა… თუ არ შეჩერდა გაუთავებელი ჰესების მშენებლობა ( როდესაც არსებობს ალტერნატიული საშუალება), რომელსაც ძირითადათ მოგება მოაქვს უცხოელ ინვესტორისათვის, მაგრამ მძიმე ეკოლოგიურ კატასტროფის წინაშე აყენებს ქართულ სოფლებს და რეგიონებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის, რასაც მოსახლეობა სამართლიანად აპროტესტებს , საზოგადოებას ნაწილს დარჩება განცდა, ზოგიერთები შეიძლება უკვე მიიჩნევენ კიდეც ასე, რომ ეს ქვეყანა მარტო მათია და რასაც მოისურვებენ იმას გააკეთებენ საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად!

როცა მოქალაქეებს ზოგჯერ საკვების და წამლის შეძენის საშუალება არ აქვს და ამ დროს ჩინოვნიკები კოლოსალურ ხელფასებს და დანამატებს იღებენ და ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობენ, რაც მოსახლეობაში სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

არავის არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ნებისმიერის ქონებრივი მდგომარეობა თუ თანამდებობრივი სტატუსი არავის არ აძლევს უფლებას საკუთარი თავი ქვეყნის ბატონ- პატრონად მიიჩნიოს და არ გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი და ხალხის სამართლიანი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას პროტესტი საჯაროდ გამოხატვის სურვილი უჩნდება, თუმცა შეიძლება მოსახლეობის გარკვეული პროცენტი ყველაფერზე უკრავდეს ტაშს…”