“კომუნიზმ გამოვლილ ერს არ გაუჭირდება ისევ ათეიზმისკენ მიიდრიკოს…”

ზვიად ცაბაძე

თეოლოგი

-მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეკლესიის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა ( NDI ის გამოკითხვის გარდა, ამას თვით სასულიერონი – ეპისკოპოსები და მღვდლებიც ადასტურებენ), არამედ ის, რომ არ ან ვერ ტარდება ის ზომები, რისი გატარებაც სასწრაფო და აუცილებელია. კომუნიზმ გამოვლილ ერს ნამდვილად არ გაუჭირდება ისევ ათეიზმისკენ მიიდრიკოს და შესაძლოა ამის შედეგი უფრო მძიმე აღმოჩნდეს ჩვენი ეკლესიისათვის, ვიდრე ეს მე – 20 საუკუნეში იყო.

მოიწვიეთ გაფართოებული კრება!

შეცვალეთ დებულება( ისე რომ ის წინააღმდეგობაში აღარ მოვიდეს სჯულის კანონთან)
და სავალდებულო გახადეთ მისი შესრულება ყველასთვის(უკლებლივ)

და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ცვალებადი და წარმავალი რეიტინგისათვის კი არა, სიმართლისათვის და ჭეშმარიტებისთვის აღასრულეთ.

სხვა შემთხვევაში, მომდევნო წლებში NDI ის მხოლოდ სამდივნოსა და სემინარიის ადმინისტრაციის გამოკითხვაღა მოუწევს