ადგილები, სადაც შეგიძლიათ მოწიოთ

„თამბაქოს შესახებ” მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან ერთად, ყველა სახის თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა იკრძალება.

აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება).

ასევე დაშვებულია თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში,  პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს უწყების ხელმძღვანელი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ახალი რეგულაციით თამბაქოს მოწევა შესაძლებელია, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.