წმიდა გიორგის ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს! – გილოცავთ!

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: “შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.

ყველას გილოცავთ მთავარმოწამე გიორგის უდიდეს დღესასწაულს, ღმერთმა წმიდა გიორგის მეოხებით დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო