პრემიერმა ძალოსანი ლაშა ტალახაძე დააჯილდოვა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა.

ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს – ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, გადასცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

„2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულია. მინდა, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული. ასევე, მთელი სულითა და გულით ვულოცავ ესპანეთის წარმომადგენელს, ქალბატონ ლიდია ვალენტინს ამ ძალიან საპატიო ტიტულის უკვე ზედიზედ მეორედ მინიჭებას. ასევე, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს და ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის – 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა. პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცის პრეზიდენტს –

პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, როლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად 5 თებერვალს აღიარეს.