ფაშინიანმა მომხრეებს 8 მაისს ცენტრალურ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხრეებს 8 მაისს ცენტრალურ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 8 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“ხვალ გაფიცვები არ იქნება. ჩვენ ერთად შევხვდებით და აღვნიშნავთ ხალხის გამარჯვებას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1 მაისს ფაშინიანს პრემიერის პოსტის დასაკავებლად 8 ხმა დააკლდა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.