“ვუყურებ თურქეთში ჩაის საკრეფად რიგში ჩამდგარ ქართველებს და ბრაზს ვერ ვიკავებ…”

F-news

სოსო მანჯავიძე

-ვუყურებ თურქეთში ჩაის საკრეფად რიგში ჩამდგარ ქართველებს და ბრაზს ვერ ვიკავებ.
როგორ მიზანმიმართულად გაანადგურეს ჩაის ინდუსტრია საქართველოში.

საუკუნოვანი,მრავალმილიარდიანი ინვესტიციები, ცოდნა, ინსტიტუტები და პერსპექტივა შეეწირა ლიბერალურ იდეოლოგიას,საქართველოს ხელისუფალთა უზნეობასა და უგუნურობას.

ამავე პერიოდში თურქეთმა არაფრიდან შექმნა ჩაის ინდუსტრია.

ამ საქმეში ქართველი სპეციალისტებიც გამოიყენა და გამოცდილებაც.
უბედურება ისაა,რომ ისევ იგივე იდეოლოგიაა გაბატონებული,ასეთი ნათელი სურათიც კი ვერაფერს ცვლის იმ ადამიანების ტვინებში,რომლებსაც ჰგონიათ,რომ “ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს”.

ჰოდა,სწორედ ეს ხალხი უნდა ჩააყენო რიგში სარფთან,დაწყებული გირჩით და დამთავრებული იმ ჰალსტუხიანი პეპლებით ხელისუფლებაში,დღემდე რომ ვერ გაიგეს, რა მოხდა და კვლავ იგივე ლიბერალური მანტრებით აბრუებენ მოსახლეობას.